არქივი27 მარტი, 2025, 15:06
ანტონიო კოშტა - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ - ეს ნიშნავს რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებას სანქციების გზით

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთზე სანქციებით ზეწოლა არის საუკეთესო გზა ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მიზნით უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად.
„უკრაინის მხარდასაჭერად საუკეთესო გზა არის დავრჩეთ თანმიმდევრულები ჩვენს მიზანთან დაკავშირებით - მივაღწიოთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას. ეს ნიშნავს რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებას სანქციების გზით“, - წერს ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ამ გზავნილს გააჟღერებს ლიდერთა დღევანდელ შეხვედრაზე პარიზში, სადაც უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.