გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეში მყოფი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით შესაძლებლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
„შეხვედრის ფარგლებში ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ-აფხაზური ტრადიციების დაცვას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მხარეები სამომავლო ერთობლივი და კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც კულტურული მიმართულებით მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელებას ითვალისწინებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)