გიორგი ჩხეიძეს, რომელიც სასამართლოს ეზოში დააკავეს, 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჩხეიძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
მან გიორგი ჩხეიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის, მეორე ნაწილში გაამტყუნა და მას 4000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
ცნობისთვის, გიორგი ჩხეიძე გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილის შეურაცხყოფის ბრალდებით, მაშინ დააკავეს, როდესაც გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი “კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძის საქმეზე დაიკითხა და სასამართლოს ტოვებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა