არქივი22 აპრილი, 2025, 17:56
საბა სხვიტარიძის პროცესის დასრულების შემდეგ, სასამართლოს ეზოში ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს (ვიდეო)

თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული საბა სხვიტარიძის პროცესი დასრულდა. პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საქმის მთავარი გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი.
მან სასამართლო ხმაურის ფონზე დატოვა – ეზოში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი მხარდამჭერი, გიორგი ჩხეიძე დააკავეს.
„პუბლიკამ“ გადაიღო ვიდეოკადრები, სადაც ჩანს რა ვითარებაში აკავებს პოლიცია გიორგი ჩხეიძეს. ვიდეოში ჩანს, რომ გიორგი ჩხეიძე მოშორებით დგას ადამიანთა ჯგუფიდან და შორიახლოდან იღებს ვიდეოს, რა დროსაც მასთან მიდის სამი პოლიციელი და იწყებენ მის დაკავებას.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.