არქივი1 აპრილი, 2025, 11:53
გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას “სპორტინგში” გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ესპანური “ლევანტეს” ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, “სპორტინგში” გააგრძელებს.
ინფორმაციას დადასტურებულად ავრცელებს ესპანური მედია.
“ქოჩორას” სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონ ევროა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის 5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა
აღსანიშნავია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი სეზონის ბოლომდე “ლევანტეში” დარჩება იჯარის წესით, ახალ კლუბს კი ზაფხულში შეუერთდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.