ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ფოცხიშვილის წარმატება ნიდერლანდების ნაციონალურ ბალეტში

ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა ქართველი ბალერონი, გიორგი ფოცხიშვილი დააწინაურა. ის  ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა.

„გიორგი არის ფენომენალური მოცეკვავე იშვიათი ნიჭით. ის არის ქარიზმატული სასცენო პიროვნება, წარმოუდგენელი ძალა აქვს სახტუნაოდ,  შესანიშნავი ტექნიკა და პარტნიორული მუშაობის თანდაყოლილი გრძნობა. უნიკალური არტისტია, რომელმაც, მიუხედავად მცირე ასაკისა, აშკარად იცის, როგორ შთააგონოს დიდი აუდიტორია“,_ განაცხადა ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა.

ინფორმაციისთვის, დაწინაურებამდე, გიორგი ფოცხიშვილმა ბალეტ “რაიმონდაში” მთავარი პარტია შეასრულა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.