ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს

გიორგი ტყემალაძე - ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს

ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს ბოიკოტი არის არა საკრებულოს მიმართ, არამედ თბილისელების და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.
„ოპოზიციონერი კოლეგები აგრძელებენ ბოიკოტს, თუმცა ეს არ არის ბოიკოტი საკრებულოს მიმართ, ეს ბოიკოტი არის თბილისელებისა და იმ ამომრჩევლების მიმართ, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს. უმჯობესია, ისინი ისხდნენ სხდომათა დარბაზში, მიიღონ მონაწილეობა კომისიის სხდომებში და აიღონ პასუხისმგებლობა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის, თბილისელებისთვის, აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.