ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება ისევ გადაიდო

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება ისევ გადაიდო

გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე განაჩენის გამოცხადება 3 თებერლისთვის გადაიდო.
საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესაძლებლობა ექნებათ.
"სასამართლომ ძალიან კარგად იცის, რომ გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა. [..]
ვერ გეტყვით მოსამართლემ რამდენჯერ შეიძლება გადადოს, ფაქტია, რომ მას ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე უჭირს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა", - განაცხადა ოკმელაშვილის ადვოკატმა.
15 იანვარს, გამართულ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ოკმელაშვილისთვის მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალებების შენახვა) წაყენებული ბრალის მოხსნა, რასაც პროკურორი დაეთანხმა.
გიორგი ოკმელაშვილი 2024 მაისში რუსული კანონის ერთ-ერთ საპროტესტო აქცაზე დააკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.