არქივი23 იანვარი, 2025, 12:52
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება 18 თებერვლისთვის გადაიდო

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება, რომელიც დღეს, 17:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდო. ადვოკატ თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 18 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.
ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.