გიორგი მამარდაშვილს კომპანია X2 Development-მა ბინა აჩუქა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი Kazbegi Residence-ის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსის მომავალი მობინადრე გახდა.
კომპანია X2 Development-მა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ყველასთვის საყვარელ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს საბურთალოზე, Kazbegi Residence-ს საცხოვრებელ კომპლექსში ბინა აჩუქა.
Kazbegi Residence პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია საბურთალოზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობით. Kazbegi Residence-ის პროექტში, ყველაფერია მაცხოვრებლების კომფორტისათვის: რეკრეაციული სივრცე, საბავშვო და სპორტული მოედნები, 2 დონიანი ავტოსადგომი ელ. დამტენებით, კომერციული და საოფისე ფართები, საერთო სამუშაო სივრცე, 24-საათიანი დაცვა და კონსიერჟის მომსახურება.
კომპანია X2 Development ფეხბურთის აქტიური ქომაგი და მხარდამჭერია. კომპანია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და წამახალისებელ საქმიანობას.
ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი საქართველოსთვის განსაკუთრებულად წარმატებული იყო და ჩემპიონატზე გასვლით ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი დაიწერა.
X2 Development ბედნიერია, რომ საშუალება მიეცა, საქართველოს ნაკრების „რკინის გუმბათისთვის“ საჩუქარი გადაეცა. კომპანია გიორგი მამარდაშვილს ულოცავს და ბევრ წარმატებას უსურვებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ