არქივი10 ივლისი, 2024, 12:04
გიორგი ურუშაძე, ავთანდილ თალაკვაძე და გიორგი აბრამიშვილი ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ
გიორგი ურუშაძე ჭადრაკში ორგზის საქართველოს ჩემპიონს შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, კომპანია ,,ბახვი ჰესი”-ს დირექტორთან გიორგი აბრამიშვილთან ერთად, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონს, ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ.
გურიის საჭადრაკო ისტორიაში პირველად, ლაზარე ჩხარტიშვილმა შეძლო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
ჩემპიონს კომპანია ,,ბახვი ჰესმა” საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.