ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შს მინისტრი - სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პარლამენტის ჭიშკარზე რა გააკეთეს - წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ, გადმოანგრევდნენ კარებს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტთან დაგეგმილ აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ­ აქვთ როგორც ოპერატიული, ასევე, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
“არის ინფორმაციები, ოპერატიული ინფორმაცია ერთია და მეორე, რას ვნახავთ პირდაპირ”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პროვოკაციებს ეხებოდა.
როგორც გომელაურმა ბრიფინგზე განმარტა, სოციალურ ქსელებში პირდაპირ იწერება, რომ უნდა მოახდინონ შენობების ბლოკირება.
ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, პოლიციას წინა აქციებზე ძალისთვის არ გადაუმეტებია, გარეთაც არ გამოსულან, „უბრალოდ, შიგნიდან გამოიყენა წყლის ჭავლი პოლიციამ“.
„სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოვახდინოთ ბლოკირება, არ უნდა შევუშვათ ადამიანები. რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პარლამენტის ჭიშკარზე რა გაკეთეს, ახალგაზრდებიც იყვნენ, შეიძლება ყველა ახალგაზრდა არ იყო. სამწუხაროდ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა, როდესაც გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ და უბრალოდ, წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა ალბათ, გადმოანგრევდნენ კარებს და უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა, მათ შორის პოლიციელებიც დაშავდნენ. თუმცა ხაზს ვუსვამ, არ მინდა გვარი და სახელები დავასახელო, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც ძალიან დაგმეს, ეს როგორი გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როცა კიდევ ხაზს ვუსვამ, გარეთ არც გამოვსულვართ, უბრალოდ, შიგნიდან გამოიყენა წყლის ჭავლი პოლიციამ“, - განაცხადა გომელაურმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.