გიორგი იანტბელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს

“მეგობრებო, წელიწადზე მეტია, რაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჩამომაცილეს მთავარი მწვრთნელის პოზიციას.
წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის შედეგები არის საგანგაშო და ქვეყნისთვის სამწუხარო. არ ყოფილა ჩემპიონატი, რომ ღონისძიება ფინალის გარეშე დაგვესრულებინოს.
მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ფედერაციის ხელმძღვანელობამ. ჩემი შეგნებული ცხოვრება დავუთმე ქართული ჭიდაობის განვითარებას.
არავის მივცემ უფლებას საქართველოს მომავალ მოჭიდავეებს ვინმემ დაუკარგოს პედესტალზე დგომის, ქართული ჰიმნის მოსმენისა და ქართული დროშის აფრიალების შესაძლებლობა.
მოჭიდავეებო, თქვენ ჩემს გულში ხართ და მე თქვენს გვერდით ვარ” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ 1 წლის წინ მოულოდნელად გადააყენა და ფედერაციის საპატიო პრეზიდენტად დანიშნა, მაშინ იანტბელიძემ მთავარს დაუდასტურა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი იანტბელიძეს ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა და გეგა გეგეშიძემ ის ეროვნულ ნაკრებს ამ გზით ჩამოაშორა. იანტბელიძე ქართული ოცნების მხარდამჭერია, ის მმართველ პარტიას არჩევნებზე ეხმარებოდა და სამთავრობო აქციებშიც მონაწილეობდა. ასევე, ის კორცხელში ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ძალადობის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.