გიორგი გახარია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, ჟენევის ფორმატის ახალ „ნეიტრალურ“ ადგილზე გადატანის თაობაზე მიმდინარე „კონფიდენციალური“ მოლაპარაკებების შესახებ, უკიდურესად საგანგაშოა, – ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარიას თქმით, ეს, ფაქტობრივად, ფორმატის დაშლას ნიშნავს და მძიმე დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან განმარტებას: არის თუ არა „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ საიდუმლო მოლაპარაკებების მონაწილე? როგორია მთავრობის პოზიცია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით?

თვეებია “ქართული ოცნება“ მალავს კრიტიკულ ინფორმაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების შესახებ, მაშინ, როდესაც რუსი მაღალჩინოსნები და მათი მარიონეტები კმაყოფილებას გამოთქვამენ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე და იმედებს ჩორჩანასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

ეს სახიფათო ტენდენცია დაიწყო ივანიშვილის ბოდიშით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ, რასაც მოჰყვა გამოძიება ჩორჩანასთან დაკავშირებით, სადაც 2019 წელს განვათავსეთ პოლიციის საგუშაგო, უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად. ეს „გამოძიება“ სრულებით იმეორებს საოკუპაციო რეჟიმის  ბრალდებებს, რაც ადასტურებს „ოცნების“ თანამშრომლობას საოკუპაციო ძალასთან.

ჟენევის ფორმატი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, რომელიც პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი ჩანაცვლება რუსეთის მიერ განსაზღვრული „ნეიტრალური“ ფორმატით საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. 

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სად დგას „ოცნება“ ამ საკითხში: იცავს თუ არა მთავრობა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუ კვლავ საოკუპაციო ძალასთან თანამშრომლობს?,- წერს გახარია. 

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა