გიორგი თავდგირიძე: …ამიტომ ამაში გაგვიმართლა

„ფარის“ დამფუძნებელი, სამხერდრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
ოცნება დგას რამდენიმე ათასს პოლიციელზე, რომლებსაც ღირსეულ ხელფასაც კი არ უხდის. არც პარტია, არც სასამართლო, არც პროკურატურა, არც ტელევიზიები, არც ექსპერტები, არც ეკლესია, არც ბიზნესი არ წარმოადგენს რეჟიმის სიძლიერის საფუძველს. ყველა ზემოდ ჩამოთვლილი პარაზიტირებს პოლიციელების შესაძლებლობებზე. ახლა რომ იყოს არჩევნებისთვის მზადება და მოსახლეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყოს, მაშინ განსხვავებული სურათი გვექნებოდა. რეჟიმის ფუნქციონირებს სქემით: რუსი კურატორი- ივანიშვილის ჯგუფი (ცალკე), მთავრობა () – პოლიცია + ტიტუშკები/კრიმინალების მცირე ჯგუფი. რეჟიმის ძალისმიერ საყრდენს მხოლოდ პოლიცია წარმოადგენს. ივანიშვილი (გარემოცვით) და სხვა დანარჩენები (ზემოდ ჩამოთვლილი) ემსახურება არა რეჟიმის ძალისმიერ გაძლიერებას, არამედ საპროტესტო საზოგადოების გაძლიერების შეფერხების მხარდაჭერას. მიზეზთა გამო რეჟიმი ვერ ახერხებს პარტიულ ძალოვან ფრთის ჩამოყალიბებას (სს-ის, ან ირანული რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მსგავს გასამხედროვებულ ორგანიზაციის შექმნას). რუსეთს ნებისმიერი ქართული გასამხედროებული ორგანიზაციის შექმნა ეშინია, ხოლო ივანიშვილს სისტემური მიდგომა არა აქვს, კობახიძეს კი უფლებამოსილება აკლია. ამიტომ ამაში გაგვიმართლა. რაც შეეხება პოლიციას, პოლიციაც არ წარმოადგენს ოცნების დამცავ გასამხედროებულ ჯგუფს, მისთვის პარტიული ერთგულება უცხოა და მხოლოდ სახელმწიფო მანქანაში არსებული ხარვეზის გამო, ინერციით ემსახურება ფსევდოხელისუფლებას. თუმცა ოცნება ამას კარგად იყენებს. მაგრამ დროებით. რატომ დროებით ამას ავხსნის ბოლოში.
რაც შეეხება ჯარს. ასევე სახელმწიფო მანქანის მოწყობის ხარვეზების გამო, შეიარაღებული ძალები ვერ ასრულებენ ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებების პრევენციის როლს, ვერ არიან სამხედროები უსაფრთხოების ეფექტიანი ფილტრები, უბრალოდ მათი გავლენა სახელმწიფო პოლიტიკაში იმდენად მიზერულია, რომ მათი განწყობა სისტემას ფეხებზე კიდია (და ეს მხოლოდ ოცნების დამსახურება არ არის შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი ერთნაირად გულმოდგინედ რიყავდა ჯარს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან). თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჯარი არის ამერიკული (რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს) და წარმოადგენს რუსეთისა და ოცნებისათვის პოტენციურად მტრულ ძალას. ამიტომ, რეჟიმის კონსოლიდაციის დასასრულებლად ჯარის განადგურება აუცილებელია, რომელიც არც ისე ადვილი გასაკეთებელია და დღეს სისხლს რომ არ ღვრის ივანიშვილი, მხოლოდ ჯარის წინაშე შიშის დამსახურებაა.
დავუბრუნდეთ პოლიციას. პოლიცია ინერციით სვლას და რეჟიმის მხარდაჭერას გააგრძელებს, მანამ, სანამ ქვეყანაში მეორე სიმძიმის ცენტრი არ შეიქმნება. როგორც კი გაჩნდება ცენტრალიზებული წინააღმდეგობის წონიანი დაჯგუფება, რეჟიმი დარჩება პოლიციის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ რუსების იმედად. რუსების გამოჩენა საქართველოში კი სხვა სცენარის ნაწილია და იქ ოცნების რუსულ რეჟიმს საერთოდ არაფერი ესაქმება.
რეჟიმის ძალის ანატომია მეტნაკლები სიზუსტით აღვწერე და ვისაც გამოსავალი აინტერესებს დაფიქრდეს და გადაწყვიტოს სად უნდა იყოს, რატომ უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად