გიორგი თავდგირიძე: უკრაინის დაზვერვა წერს – კავკასიაში შესაძლო ესკალაციის მოსამზადებლად სომხეთში ჯარებს აგზავნის

„ფარის“ დამფუძნებელი, სამხერდრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
კავკასიაში შესაძლო ესკალაციის მოსამზადებლად სომხეთში ჯარებს აგზავნის | ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა წერს.
ესკალაციის შემთხვევაში, საქართველოსთვის არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი:
1. საქართველო არ დაუშვებს თავის ტერიტორიის გამოყენებას და იღებს ომს რუსეთთან, მარტო, მოკავშირეების გარეშე;
2. საქართველო რუსეთთან ერთად ებრძვის სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს.
ახლა, უტვინო ქოცებმა და ქოცების მომხრეებმა, გამოათრიეთ სიხარბის გამო ბავშვებთან და ქალებთან მებრძოლი ივანიშვილი და დაუსვით შეკითხვა, სად არის დაპირებული მშვიდობა?
არის მესამე ვარიანტი, ღვთის წყალობით, რუსეთმა ვერ შეძლოს გიუმრის ბაზაზე საკმარისი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის გადმოსროლა ( თუმცა 50 ათასი ჩრდილოეთ კორეელის ჩამოყვანამ შეიძლება რუსეთს საშუალება მისცეს ძალების გამონთავისუფლების). თუმცა მესამე ვარიანტში, ბოროტი წუწკის როლი საერთოდ არ ჩანს, არა მგონია ბაობაბების რიტუალებმა გაჭრას კავკასიაში.
პ.ს. მოსალოდნელი სამხედრო კრიზისების ომში გადაზრდის სტატისტიკა საკმაოდ დამაიმედებელია, როგორც წესი ათიდან 8 შემთხვევაში სხვა მეთოდებით ხდება ხოლმე განმუხტვა. მაგრამ ეს არ უხსნის პასუხისმგებლობას ივანიშვილს, იმაზე რომ ქართული ჯარი განიარაღებულია და მოკავშირეები არ გვყავს, ფაქტიურად დაუცველები ვართ ნებისმიერ სცენარში.
ის რომ მომავალში ივანიშვილი, და მათი თანამზრახველები უმკაცრესად დაისჯებიან, დღეს არ გვიხსნის პრობლემას. დღეს ოცნებამ თქვენ და თქვენი შვილები გაგწირათ სიკვდილისათვის. და ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ჩასვრილი მამებიც, რომლებმაც თავისი სილაჩრის გამო ოცნების ეფემერულ მშვიდობას დაუჭირა მხარი.
ცალკე საკითხია სამღვდელოების ნაწილის პოზიცია, რომლებიც სტოიკური სიმშვიდით ადევნებენ თვალს ერთმორწმუნე ირანთან დაახლოების პროცესს.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად