ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედროების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ

გიორგი ვოლსკი ხაზარაძეზე: ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია. სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედროების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ
ჯარისთვის მოწოდება დანაშაულია, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძის მოწოდებას.
მისი თქმით, ხაზარაძის მოწოდებას წინ უდგას ქართველი სამხედროების განწყობა, რომელიც ქვეყნის დაცვისკენ არის მიმართული.
„ჯარისთვის მოწოდება არ არის ხაზარაძის მოგონილი და ნოუჰაუ. ყველა მოუწოდებს ჯარსაც, პოლიციას, სამართალდამცავ სტრუქტურებს და სახელმწიფო სტრუქტურებს საბოტაჟისაკენ. რა საკვირველია, ეს სახელმწიფოს ნგრევას გამოიწვევს თუ კი ამ მოწოდების რეალიზაცია მოხდა. მაგრამ გეგმას წინ უდგას ჩვენი სამხედრო ძალების თითოეული შემადგენელი ნაწილის, სტრუქტურის და კონკრეტული ადამიანების განწყობა, რომელიც არის მიმართული ქვეყნის დაცვისაკენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა: „მივმართავ ქართულ ჯარს, ე.წ. ახალ პრეზიდენტს არ უნდა დაემორჩილონ, მათ უარი უნდა განაცხადონ ინაუგურაციაში მონაწილეობაზე“.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.