გიორგი ვაშაძის თქმით, ქვემო ქართლში შეხვედრის მთავარ საკითხებს კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯები და 2024 წლიდან კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა წარმოადგენს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, პარტიის ლიდერებთან ერთად ქვემო ქართლის ორგანიზაციის წევრებს ხვდებიან.
გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ საკითხებს კანდიდატის სტატუსის შემდგომი ნაბიჯები და 2024 წლიდან კოალიციურ მმართველობაზე გადასვლა წარმოადგენს.
„ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვებით საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მთავარი ამოცანა ახლა არის რეფორმების სწრაფი განვითარება და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანება – სწორედ ამიტომ გვჭირდება არჩევნებში გამარჯვება. “ქართული ოცნების“ გზა არის გრძელი გზა, რომელიც დამთავრდება არაფრით, ხოლო ჩვენი გზა არის სწრაფი გაწევრიანების გზა, რომელიც ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ დასრულდება. ამის გარშემო გვექნება საუბარი, თუ როგორ ვაპირებთ იმ კოალიციურ მმართველობაზე გადასვლას, რომელიც დააჩქარებს საქართველოსთვის ევროპული სიკეთეების მოტანას, სადაც ყველა ადამიანისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილები, გვექნება კარგი განათლება, კარგი სოციალური დაცვა და ვიქნებით ევროპული ტიპის მძლავრი, ძლიერი სახელმწიფო რეგიონში.
ვისაუბრებთ, თუ როგორ ვაპირებთ გამარჯვებას ქართველ ხალხთან ერთად”, – განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ხორგუანი – კობახიძე კალაძის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას ირიდებს! – წარმოდგენილი კანონპროექტის უკან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით სავალალო გადაწყვეტილებას ვკითხულობთ! თურმე კარის „დელეცი“ არ უნდა შეყოვნდეს

გიგი წერეთელი – რუსეთის ნაბიჯებზე „ქართული ოცნების“ სიჩუმე გვეუბნება იმას, რომ საქართველო, პრაქტიკულად, კაპიტულანტურ პოზიციაშია, გერმანიის ახალ ელჩთან კი, რომელიც პეტერ ფიშერის შემდეგ ჩამოვა, არაფერი შეიცვლება – ეს არის სისულელე

ვიკა ფილფანი – „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება სოციალურად დაყო და ღარიბების დახლების შექმნა დაიწყო, ფაქტობრივად, ღარიბებს უთხრეს, თქვენ წიწიბურა და ვადაგასული საჭმელი ჭამეთო – ხალხს მოწყალება არა, ღირსეული ცხოვრება უნდა