გიორგი ვაშაძე – რაც არ უნდა სიბინძურეს მოკიდოს ხელი ამ გაფუჭებულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ – კანდიდატის სტატუსი არის ხალხის გამარჯვება, ამიტომ ჩამოსტირის სახე „ქართულ ოცნებას“

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა მთავარი გამარჯვება 2024 წლის არჩევნებშია მისაღწევი, სადაც, მისივე თქმით, ხელისუფლება უნდა დამარცხდეს.
„კანდიდატის სტატუსი არის ხალხის გამარჯვება, ამას ყველა ევროპელი ლიდერი აღნიშნავს და ამიტომ ჩამოსტირის სახე „ქართულ ოცნებას“. საბოლოო გამარჯვება იმისთვის, რომ დაჩქარებულად გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არჩევნებში გვჭირდება. ახლა მთავარი მობილიზებაა საჭირო ქართული ეროვნული ენერგიის იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდეს, რაც ნიშნავს ჩვენი შიშის ერთხელ და სამუდამოდ გაქრობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას და წინსვლას. ვფიქრობ, ამაზე ექნება „გამარჯვების კოალიციის“ ძირითადი საუბარი. „ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მთავარი საზრუნავიც ეს არის, რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კოალიციური მთავრობა და კოალიციური გამარჯვება შემდეგ არჩევნებში”, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, რაც არ უნდა სიბინძურე მოიგონოს ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მაინც დამარცხდება.
„ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკვე მივიღეთ და 1:0 უკვე მოუგო ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებას”. შესაბამისად, რაც არ უნდა სიბინძურეს ხელი მოკიდოს ამ გაფუჭებულმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, ჩვენ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ. ხალხი მათ პასუხს გასცემთ 2024 წლის არჩევნებში”,-განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: ეხლა რაც ხდება საქართველოში გასცდა ძალაუფლებით აღჭურვილი ქაჯობის თუ ქაჯების მიერ გარემოს ან გნებავთ ქვეყნის კოლონიზაციას და მივიღეთ ქაჯების კულტურული ჰეგემონია

დავით ზურაბიშვილი: ქართველი ვარო რომ იძახი, ეროვნული, მართლმადიდებელი, დედა-ეკლესიას ვიცავ, ოჯახურ ფასეულობებს და ტრადიციებსო, ქალი ქალიაო, კაცი კაციაო და ა. შ. რომ გკითხოს კაცმა, აფხაზეთი და სამაჩაბლოც გტკივა და აღმაშენებლით ამაყობ…