ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს

გიორგი ვაშაძე საპატიმროს დღეს დატოვებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდება. მას პატიმრობის 7-თვიანი ვადა ამოეწურა. ვაშაძის გამოსვლას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და მეგობრები უკვე ელოდებიან.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 2025 წლის 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. ვაშაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დასწრებია, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.