ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?!

სალომე ზურაბიშვილი წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მისთვის ასევე საინტერესოა პრეზიდენტის პოზიცია საარჩევნო წელს მმართველ პარტიასთან დაკავშირებით.
„უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ, თუ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი კლანური და ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ, მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. ბოლო წელია მისი პრეზიდენტობის და მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, გარემოს კუთხით, როგორ ხედავს და აფასებს მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა 9 პუნქტის შესრულება და ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო მისგან, წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და აპირებს თუ არა გაათავისუფლოს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან?!” - განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.