გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანის მოთხოვნაზე – „ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“- ეს არ არის ევროპული მიდგომა – „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ გახდება, ეს ყველას უნდა ესმოდეს

გვეყოფა დაპირისპირება, ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა და გვთხოვა, რომ მოვიქცეთ ევროპული სტანდარტით. „ვიღაც მინდა ბოლომდე დავსაჯო და სადღაც ამოვალპო ციხეში“ – ეს არ არის ევროპული მიდგომა, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმშენებლის“ ლიდერი, პარტიის „საქართველოსთვის“ ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანონ.
გიორგი ვაშაძის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებული განცხადება ჰუმანურობას სრულიად მოკლებულია.
„ძალიან ვწუხვარ ამ განცხადების გამო. მისი შინაარსი ჰუმანურობას აბსოლუტურად მოკლებულია. ვწუხვარ, რომ ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს რომელიმე პოლიტიკური ძალა. „ქოცზე“ უფრო „ქოცი“ ვერავინ ვერ გახდება, ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, სადაც პრეზიდენტები ციხეში კი არ სხედან, არამედ პრეზიდენტები არიან დაფასებულები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, აღნიშნული განცხადება პოლიტიკოსების დაპირისპირებისკენ წაქეზებაა და ხელს უშლის ერთიანობას.
„მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაპირისპირებაზე ორიენტირებული ყველა განაცხადი ფუჭი საქმის კეთებაა და შეცდომა. დღეს გვინდა გაერთიანება და არა დაპირისპირება. თუ ისინი ფიქრობენ, რომ ამით რეიტინგი მოემატებათ, არ მოემატებათ იმიტომ, რომ ხალხს ყელში ამოუვიდა დაპირისპირება. ეს განაცხადები არის წაქეზება დაპირისპირებისკენ და არა გაერთიანებისკენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი