ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტმა თანამდებობა არ უნდა გაუთავისუფლოს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას"

პრეზიდენტმა თანამდებობა არ უნდა გაუთავისუფლოს ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", რომ 5 წლით ქოც-ხმოსნებით აირჩიონ კიდევ ახალი პრეზიდენტი, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებამდე თანამდებობის დატოვების შემთხვევაში, "ქართული ოცნება" 5 წლის ვადით მისთვის სასურველი პირის არჩევას შეძლებს.
"ჩემი მოსაზრებაა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე პრეზიდენტის თანამდებობა არ უნდა გაუთავისუფლო "ქართულ ოცნებას", რადგან დღეს მოქმედი წესით მათ შეეძლებათ 5 წლის ვადით აირჩიონ მათთვის სასურველი პირი, კობახიძე ან ვიღაც.
ამიტომ არის საპარლამენტო არჩევნები, რომ ვისაც მანდატს მისცემს ხალხი, მათ აირჩიონ უკვე აპოლიტიკური პრეზიდენტი შემდეგი 5 წლის ვადით.
პრეზიდენტის როლს, რაც ეხება, თუ მას მართლა უნდა ფუნქცია შეასრულოს, შეეცადოს მეტნაკლებად მაინც გაჯანსაღებული იყოს პოლიტიკური გარემო. აქ ვხედავ მე პრეზიდენტის როლს", - განაცხადა ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.