– ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ – მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება

ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ – მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს იმას, რომ დღეს „ქართული ოცნება” სუსტია.
„დაჩქარებული წესით აპირებენ, რომ დაამთავრონ სასამართლო პროცესი. ზუსტად ვიცით რა ბრძოლაშიც ვართ, ამიტომ უკან დახევას არ ვაპირებთ, გავიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ახლო მომავალში. ეს პროცესები, რომლებიც სასამართლოში მიდის, ძალიან კარგად აჩვენებს თუ როგორი სუსტია რეჟიმი, აბა ძლიერი რომ იყოს პოლიტიკური ოპონენტებისა და ახალგაზრდების დაჭერას შეეცდებოდა? თუ მედიის გაჩუმებასა და საკანონმდებლო ბაზის გაუბედურებას? თუ პოლიციის ზურგს უკან დამალვას? არა, სუსტი რომ არის იმიტომ აკეთებს ამას. მთავარია, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ, მოლოდინი მაქვს, რომ საპატიმრო სასჯელი იქნება.
რატომ ეჩქარებათ? არ ვიცი, მოსამართლემ თავი გაიგიჟა, თან ეს მოსამართლე არის ადამიანი, რომელმაც ახალგაზრდა კაცი, ქართველი ადამიანი, რომელიც ახლა უნდა სწავლობდეს, ციხეში გაუშვა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”