ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს

გიორგი ვაშაძე - ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს

ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, რეჟიმის სასჯელის იარაღად გადაიქცა.“
„ელენე ხოშტარიას მიმართ ჩადენილი დანაშაული არა მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული სისასტიკეა, არამედ რეჟიმის სისტემური ბოროტებაა, რომელიც ებრძვის ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს.
ეს არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა – ძალადობა და რეპრესიები ყველა პატრიოტი ადამიანის დასაშინებლად.
პოლიცია, რომელიც ხალხის დაცვას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცა რეჟიმის სასჯელის იარაღად.
ჩემი სრული სოლიდარობა ელენეს! ფაქტია, რომ რეჟიმს უჭირს! ჩვენ კი ვიბრძვით და გავიმარჯვებთ!“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, აცხადებს, რომ დიღმის მთავარ სამმართველოში ის სამართალდამცავებმა სრულიად გააშიშვლეს. ხოშტარიას თქმით, მანამდე მას რამიშვილის ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.