არქივი29 მარტი, 2025, 17:27
იან კელი: აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ

"აბსოლუტურად ამაზრზენი და არაადამიანური მოპყრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მოაზროვნე პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ. შეიძლება ჩანს, რომ თქვენ მიმართ ყურადღება მოდუნდა, მაგრამ, "ქართულო ოცნებავ", ჩვენ გხედავთ თქვენ. გაათავისუფლეთ ის ახლავე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებთ შედეგებს" - წერს X-ზე აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც გუშინ, 28 მარტს, საპროტესტო აქციაზე დააკავეს, ოლიგარქის პოლიციის მხრიდან მის მიმართ განყოფილებაში ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს. "უკან შემიკრეს ხელები, მეჭიდავებოდნენ და სრულად გამაშიშვლეს" - დაწერა ხოშტარიამ იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.