– დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა, რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? – 25 ნოემბერს მხოლოდ და მხოლოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება

დარწმუნებული ვარ, დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა – რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? – 25 ნოემბერს მხოლოდ და მხოლოდ თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პირველი პრეცედენტია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიურ კორპუსს არ მოიწვევს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არჩევნებს აღიარება არ აქვს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ დიპლომატიური კორპუსი პარლამენტში მისვლას არც აპირებდა. პირველი პრეცედენტია, როდესაც თავად ხელისუფლება ამბობს, რომ არ მოიწვევს დიპლომატიურ კორპუსს. რომ მოეწვიათ, ვინმე მივიდოდა? არ ვიცი, ახლა საქართველოში არც ნიკარაგუას, არც ვენესუელას და არც რუსეთის ელჩები არ არიან, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ და არ აღიარებენ საქართველოს დამოუკიდებლობას. ეს მხოლოდ მათ აქვთ აღიარებული. დანარჩენი, ფაქტობრივად, არავინ აღიარებს არჩევნებს. რომ მოეწვიათ, ვინ მივიდოდა? ორჯერ ორი ოთხია, ყველას კარგად გვესმის. ამიტომ, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს პირდაპირ ვეუბნები – თქვენი თავყრილობა 25-ში მხოლოდ და მხოლოდ, თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა იქნება. არაფერი საერთო ამას საქართველოსთან და პარლამენტთან არ ექნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მას მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია.
მისივე თქმით, „ეს არის ქართველი ხალხის ზეიმი და სწორედ ქართველმა ხალხმა უნდა იზეიმოს საკუთარი პარლამენტის პირველი სხდომა“.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე გამსახურდია: გუნდის სიმღერის დროს ბავშვის დავარდნასთან და სხვათა მიერ ამ ამბის იგნორირებასთან დაკავშირებით ბევრმა წაიმძღვარა გალაკტიონის მართლაც მშვენიერი და ფეერიული ლექსი…

პოლონელი ევროპარლამენტარი – ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო სასტიკად სცემენ და აწამებენ – ივანიშვილისა და ამ რეპრესიებზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ მეტი სანქციებია საჭირო

ნინო ჯღარკავა: 4 წლის წინანდელი ფაქტია, სამივე პოლიციელი დაკავებულია, ასე რომ 2022 წელს სულხან თამაზაშვილი არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრი და არც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე! დაეშვა ფარდა, პკ!