– ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, გავაღვიძოთ

ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომავალ აქციებზე იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია.
„ჩვენ 25 ნოემბრისთვისაც ვემზადებით, ვდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ცოტა განსხვავებულ პროტესტს მივეჩვიოთ, იმისთვის, რომ გავაღვიძოთ და გავიხსენოთ, რომ არსებობს განსხვავებული პროტესტებიც და ღამე დარჩენაც. არ არის მხოლოდ ერთი ლოკაცია. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რატომ ვაკეთებთ ამ ლოკაციაზე ამას [ჭავჭავაძის გამზირი] – მხოლოდ რუსთაველზე არ არის პროტესტი, პროტესტი უნდა მოედოს სხვადასხვა ადგილს, ლოკაციას და ჩვენ ამ კუთხითაც ვაპირებთ ბრძოლას. ამ მაგალითსაც ვაჩვენებთ. მომავალში იქნება არა ერთი, არამედ პარალელურად სხვადასხვა ლოკაცია. სერიოზულად ვემზადებით იმისთვის, რომ სამშობლო დავიბრუნოთ, იმიტომ რომ რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი ქართველი არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას