გიორგი ვაშაძე – აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, რაც არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ერთად დგომით უნდა გავიტანოთ გამარჯვება ბოლომდე – არცერთი წამი არ უნდა დავიხიოთ უკან!

აშშ-ის მიერ სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული.ვაშაძე ამბობს, რომ დარწმუნებულია, სულ მალე პოლიციაში სერიული ჩამოშლა იქნება.
“[აშშ-სთან] სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია და ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება, ამიტომ ჩვენ ერთად დგომით უნდა გავიტანოთ ეს გამარჯვება ბოლომდე. ხალხის ერთიანობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. არც ერთი წამი უკან არ უნდა დავიხიოთ. დღეს ოპოზიციამ საერთო განცხადება გავაკეთეთ, პრეზიდენტთან ერთად სპეციალური საბჭოც იქნება, ასე რომ, წინ უნდა წავიდეთ გამარჯვებისკენ. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც სხვა საჯარო სექტორში, პოლიციაშიც სერიოზული ჩამოშლა იქნება სულ მალე,” – განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო უწყება – 2008 წლის 7-8 აგვისტოს, სააკაშვილის რეჟიმმა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ ყველა შეთანხმების დარღვევით, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ვერაგული აგრესია განახორციელა