ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ვაშაძე - ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი - მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის

გიორგი ვაშაძე - ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი - მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის

ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ძალადობას ერთიანობა უნდა დაუპირისპირდეს და ოპოზიციური პარტიებსა და მათ წევრებს ერთად დგომისკენ მოუწოდებს.
„ივანიშვილმაც, კობახიძემაც და მოძალადე პოლიციამაც უნდა იცოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, წაქცეულ ბავშვებსა და ქალებზე ანგარიშსწორება დაუსჯელი არ დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად იმალებით, აუცილებლად მოგიწევთ ყველას პასუხისგება. ამ პროცესს ერთადერთი მოძალადე ჰყავს, და ეს არის თვითგამოცხადებული რეჟიმი, რომელიც ძალადობს საკუთარ ხალხზე.
ამ ტოტალურ ძალადობას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა: ერთიანობა ჩვენი დაკავებული პატრიოტების მიმართ რეჟიმის კლანჭებიდან გამოხსნის საქმეში, ერთიანობა დაშავებულების მოვლასა და ყურადღებაში.
მივმართავ ოპოზიციურ ლიდერებსა და ჩემს მეგობრებს, დავდგეთ ერთად საქართველოსთვის" - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.