არქივი14 თებერვალი, 2025, 22:56
გიორგი გახარია - FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მიუნხენში, FES-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„FES-ის ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი და მისი გავლენა უსაფრთხოებაზე. საქართველო დგას გზაჯვარედინზე - დემოკრატია, თუ გაღრმავებული ავტორიტარიზმი. დისკუსიაზე ხაზი გაესვა ევროპის უსაფრთხოების რისკებს, თუკი საქართველო კიდევ უფრო მოექცევა რუსეთის გავლენის ქვეშ“,- აცხადებს გიორგი გახარია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.