ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას - ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად

გიორგი გახარია - „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის დაკარგვას - ჩვენ ვიბრძოლებთ საქართველოს ამ მიღწევის დასაცავად

გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უვიზო რეჟიმის საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.
მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.
“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას და ამას აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძოლებთ საქართველოს მიღწევის - ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად”,- წერს გახარია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.