ჯაშუშობისთვის ივანიშვილის ყოფილი პრესმდივანი, გიორგი უძილაური დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

უძილაურს ბოლოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის პოსტი ეკავა.

სამთავრობო პროპაგანდისტული რუსთავი 2 ავრცელებს ინფორმაციას, რომ “უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა”. ტაბულას სუს-მა აღნიშნულ შეკითხვაზე არ უპასუხა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ინტენსიურად ჩატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებული ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია