ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა

გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება.
მათივე ცნობით, გადაიდო პარტიაში 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგიც.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დღეს არის დაბარებული.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარიას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებზე საპასუხოდ, 12:00 საათზე ელოდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.