არქივი14 აპრილი, 2025, 11:38
გიორგი გახარია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისვლას აპირებს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე მივა და კომისიის კითხვებს უპასუხებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.
გიორგი გახარიას 12:00 საათისთვის პარტიაში ბრიფინგი ჰქონდა დაანონსებული, რომელიც გაუქმდა.
გიორგი გახარია პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 2019 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით არის დაბარებული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.