გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს – უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს – დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მიმართავს, დასაჯონ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, უმოქმედობა ივანიშვილის რეჟიმს აძლიერებს.
„უმოქმედობა აძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს და ღალატობს ასიათასობით ქართველს, რომლებიც დემოკრატიისთვის იბრძვიან. დასაჯეთ ისინი, ვინც ანგრევს საქართველოს მომავალს და უზრუნველყოფს რუსეთის გამარჯვებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპული ღირებულებები და ევროკავშირის სანდოობა საფრთხეშია“,- წერს გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას