ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.
ევროპული საბჭოს ვებგვერდის თანახმად, საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.
დღის წესრიგის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საკითხს განიხილავენ. ასევე, განხილულ იქნება ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მათ შორის დაგეგმილია დისკუსია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ უახლოეს მოვლენებზე, მათ შორის სირიაზე და ლიბანზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა საქართველოსთან დაკავშირებით 10 დეკემბერს გაკეთებულ კომენტარში განაცხადა, რომ ევროკავშირი „დამატებით ზომებს“ განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე. მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას და მის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს სოლიდარობას უცხადებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.