ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კახა კალაძე გიორგი გახარიაზე - როცა პარტიაში ტატა ხვედელიანი, კეკენაძე, ნათელა მეზვრიშვილი გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი

კახა კალაძე გიორგი გახარიაზე - როცა პარტიაში ტატა ხვედელიანი, კეკენაძე, ნათელა მეზვრიშვილი გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი

როცა პარტიაში ტატა ხვედელიანი, [თამარ] კეკენაძე, ნათელა მეზვრიშვილი გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
კალაძის თქმით, ეს ნაბიჯი გასაკვირი არ არის.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ აპირებს.
ამასთან, გახარია თვლის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს დღეს რესურსი, რომ დაიჭიროს, თუმცა, მისივე თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ „კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი აქვთ გააქტიურებული“, შესაბამისად, მას რესურსი აქვს, რომ პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდოს.
„დღეს "ოცნებას" არ აქვს რესურსი, რომ მე დამიჭიროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ერთი საქმეა აღძრული, გამოძიება მიმდინარეობს, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეების გამოძიების პროცესი გააქტიურებული აქვთ, მე არ ვთვლი დღეს, რომ "ოცნებას" აქვს რესურსი გიორგი გახარია დააპატიმროს. მაგრამ იმის რესურსი "ოცნებას", რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა მაშინ, როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს”, - განაცხადა გახარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.