გიორგი გახარიას, პირველ რიგში, დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით მოხვდა საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის

პარტია „ხალის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან 15 იანვარს, ქალაქ ბათუმში პარტია “გახარია-საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივნის, დიმიტრი სამხარაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიამ გაბედა და თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს. მისივე თქმით, გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის.
„გიორგი გახარია ნაცვლად იმისა, რომ თავჩაწეული დადიოდეს საქართველოში, გაბედა და აქეთ პირიქით ფიზიკურად თავს დაესხა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირს, პარლამენტის წევრს, დიმიტრი სამხარაძეს. შესაბამისად გიორგი გახარიას მოხვდა დიმიტრი სამხარაძის ხელის სახით საქართველოს სახელმწიფოს ღალატისთვის, პირველ რიგში, თავისი გუნდის გადაგდებისთვის, პოლიციელების შეურაცხყოფისთვის, როდესაც დაუდგა მხარში იმ ადამიანს, რომელმაც სილა გაარტყა პოლიციელს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც