ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი გახარია - დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ - დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა

გიორგი გახარია - დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ - დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ამის შესახებ ის „ფეისბუქზე“ წერს.
გახარია მხარდამჭერებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ახლა მხარდაჭერა უპირველესად უკანონო პატიმრებს სჭირდებათ.
„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის. ჯანმრთელობის მხრივ, ნორმალურად ვარ.
დღეს, პირველ რიგში, უკანონო პატიმრებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა“,- წერს გახარია.
„გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.