ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბუტიკაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს როგორც ავტოკრატი და ეუბნება ევროკავშირს და ევროპასაც, რომ ითანამშრომლეთ ავტოკრატთან

გიორგი ბუტიკაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს როგორც ავტოკრატი და ეუბნება ევროკავშირს და ევროპასაც, რომ ითანამშრომლეთ ავტოკრატთან

მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს როგორც ავტოკრატი  - ასე ეხმაურება "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის კონფერენციაზე გამსოვლას კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი.

ბუტიკაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" ლიდერი ევროკავშირს ავტოკრატთან ურთიერთობას სთავაზობს.

სასაცილოდან კი ჟღერს მაკა ბოჭორიშვილისგან ეს ყველაფერი, რადგან ყველამ იცის იქ, სადაც არის ჩასული, რომ რეჟიმს წარმოადგენს "ქართული ოცნება".  ეს ფორმატი მაკა ბოჭორიშვილს ევროპისთვის არა ტრანზაქციული ურთიერთობების საკარნახოდ რომ გამოეყენებინა, არამედ იმისთვის, რომ "ოცნება" დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და იქნება სანდო პარტნიორი ევროპისთვსი და ამერიკისთვის, ეს არ გააკეთა. ის უბრალოდ საუბრობს როგორც ავტოკრატი და ეუბნება ევროკავშირს და ევროპასაც, რომ ითანამშრომლეთ ავტოკრატთან და ჩვენ ვიქნებით თქვენთან", - აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.  

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.