ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ევროკავშირმა ყულევის შემდეგ სასანქციო სიაში შესაძლოა, ბათუმის პორტიც შეიყვანოს

გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, ევროკავშირმა ყულევის შემდეგ სასანქციო სიაში შესაძლოა, ბათუმის პორტიც შეიყვანოს

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, თუ ოცნება პრობლემას არ გამოასწორებს და არ გაითვალისწინებს EU-ს რეკომენდაციებს, ევროკავშირმა ყულევის შემდეგ სასანქციო სიაში შესაძლოა ბათუმის პორტიც შეიყვანოს.

არის ამის საფრთხე და სწორედ ამ ფინური კვლევის მთავარი ხაზი ამას გულისხმობს, რომ ყულევთან არ გაჩერდება - ამბობს ბუტიკაშვილი.

6 თვე აქვს "ქართულ ოცნებას" იმისთვის, რომ ეს პრობლემა გამოასწოროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყულევის ქარხანასაც და ტერმინალსაც სანქციები დაედება და ასევე ეს გახდება საფუძველი, რომ შემდგომ სასანქციო პაკეტში შეიყვანონ ბათუმის პორტი. არის ამის საფრთხე და სწორედ ამ ფინური კვლევის მთავარი ხაზი ამას გულისხმობს, რომ ყულევთან არ გაჩერდება. როგორც კი რუსეთის ომის მანქანა მუშაობას განაგრძობს და ამაში გარეული იქნება საქართველოს ტერიტორია, ეს ეხება პორტებს და ტრანზიტებს, ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ამ კუთხით კიდევ უფრო დაიძაბება და საქართველო ისეთ იზოლაციაში მოქეცევა, როგორშიც არის რუსეთი", - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.