ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბოტკოველი - კობახიძე იქნება პრემიერი თუ არა, ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და ხალხისთვის არაფერს აკეთებენ - კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა

კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ არა, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის - კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, „როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც“.
„კობახიძე პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხალისთვის, რომელსაც რეალურად სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რათა ღირსეული შემოსავალი ჰქონდეთ. ასევე ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ოჯახები არჩინონ და არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ ოჯახები შეინახონ. ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.