პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი – კობახიძე
ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის პირველ სხდომას ატარებს. როგორც ცნობილია, მინისტრებს შორის შეიცვალა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი – ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.
ირაკლი კობახიძემ სხდომა ცვლილებებზე საუბრით დაიწყო:
“უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – თქვა კობახიძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.