პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული - ადვოკატის ვარაუდით, ბაჩიაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

გიორგი ბაჩიაშვილი დღეს პროკურატურაშია დაბარებული - ადვოკატის ვარაუდით, ბაჩიაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, 25 თებერვალს, 11:00 საათზე, გიორგი ბაჩიაშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
ადვოკატის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალს, სავარაუდოდ, „მტკვარი ჰესის“ საქმეზე წაუყენებენ.
„დაგვირეკეს ერთი საათის წინ და გვითხრეს, რომ 11:00 საათზე დაბარებული ვართ. გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. ბრალი უნდა წარუდგინონ და მასალები გაგვიცვალონ. ჩვენი ვარაუდია, რომ ბრალი უნდა წაუყენონ „მტკვარი ჰესის“ საკითხზე, ვინაიდან, „მტკვარი ჰესი“ საქმიდანაა გამოყოფილი“, - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავონ, ადვოკატი აცხადებს: „არაფერს არ გამოვრიცხავ, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.