გიორგი ბარამიძე – პარლამენტის უკანა შესასვლელთან არცერთი პოლიციელი არ იმყოფება, რაც მიმართულია ბინძური პროვოკაციისთვის – რუსულ ბანდას მივმართავ, თქვენი მაიმუნობა და ვირეშმაკობა გაშიფრულია, მოვიდეს 3-4 პოლიციელი და დადგეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძე მიმართავს ხელისუფლებას, რომ პარლამენტის შენობის უკანა მხარეს, სადაც მოქალაქეები აქციას მართავენ, უსაფრთხოების მიზნით პოლიცია დააყენოს.
როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ამ წუთებში, პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების არ ყოფნა მიმართულია „ბინძური პროვოკაციისთვის” შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ.
“არცერთი პოლიციელი, დაცვაც რომ არ იმყოფება, ეს არის მიმართული ბინძური პროვოკაციისთვის მშვიდობიანად შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ. გუშინ აქ ხალხი დაარბიეს რობოკოპებით, მშვიდობიანად რომ იდგენენ, თან უტიფრად აცხადებდნენ, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთო. აი, აქ ყოფით ნიადაგზე რომ რამე მოხდეს, კაცი, პოლიციელი არ არის რომ რეაგირება მოახდინოს. ამ რუსულ ბანდას მივმართავ, თქვენი მაიმუნობა და ვირეშმაკობა დიდი ხანია გაშიფრულია. მოვიდეს აქ სამი-ოთხი პოლიციელი, დადგეს პარლამენტის შესასვლელთან, დადგეს ხალხში, არ მოხდეს რამე, ვინმემ პროვოკაცია არ მოაწყოს და პარლამენტის დაცვამ შეასრულოს თავისი ფუნქცია. აქ ჩვენ იმისთვის არ მოვსულვართ, რომ თქვენ ოინებზე და ხაფანგზე წამოვეგოთ. ჩვენ ვართ ყველანი ძალიან გაბრაზებულები, იმიტომ, რომ ხართ მოღალატეები და მაგას არ გაპატიებთ, მაგრამ თქვენ ხაფანგში აქ თავის შეყოფას არავინ აპირებს”,- განაცხადა ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?