ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბარამიძე - ნაცვლად იმისა, ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, „ჰეზბოლას“ და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს

ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ცივილიზებულ სამყაროსთან, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე იფიქროს, ის შეგნებულად ირჩევს რუსეთს, ირანს, ჩინეთს, "ჰეზბოლას" და ქვეყანა ჭაობისკენ მიჰყავს. ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარს თავად ამბობს და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს.
„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გვყავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარს თავად ამბობს და შეგნებულად ირჩევს რუსეთთან, ირანთან, ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და „ჰეზბოლასთან“ ურთიერთობების გზას, ნაცვლად იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად საქართველოს წინსვლას, გაჭირვების, სიღარიბის, უმუშევრობისა და უსასრულო ემიგრაციის ტალღის შეჩერებას შეეცადოს. ეს ხელისუფლება საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, რომელსაც რუსეთის ჭაობი ჰქვია, ამიტომ 26 ოქტომბერს ამ ხელისუფლების შეცვლა არის ერთადერთი გზა, საქართველოს გადარჩენისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.