ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ბარამიძე - ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება

ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ძალიან დიდი სირცხვილია, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გრძელდება,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, ევროკავშირისა და ნატოს ნაცვლად, „ქართულ ოცნებას“ საქართველო რუსეთის ჭაობისკენ მიჰყავს.
„სასამართლო პროცესებზე სიარული გვიწევს იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს ქართველ ხალხთან ერთად იმ მძიმე ვითარებაში, რაც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში, უკრაინაში და მხარს უჭერდეს ჩვენს საზოგადოებას, საქართველოს დაეხმაროს დაბრუნდეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. სწორედ ევროკავშირი და ნატო არის ჩვენი გზა მშვიდობისკენ, ჩვენი გზა ტერიტორიების მშვიდობიანი გზით გამთლიანებისკენ, ჩვენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების გზა, საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების, ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. ყველაფერი ის, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, ივანიშვილის რეჟიმი გვაკარგვინებს იმიტომ, რომ ნაცვლად ევროკავშირისა და ნატოსა, ჩვენ რუსეთის ჭაობისკენ მივყავართ“,-განაცხადა ბარამიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.