არქივი19 აგვისტო, 2026, 01:52
გიორგი ახობაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ახობაძემ მცხეთის იზოლატორი დატოვა.
ვიდეოკადრებს ნათია გაბრავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
- ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ექიმ გიორგი ახობაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შსს მოთხოვნის საფუძველზე 25-დღიანი პატიმრობა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 24 ივლისს შეუფარდა.
- მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს სამართალდარღვევები გაერთიანდა, მათ შორის გრიგოლ კაჭკაჭიშვილზე, ირაკლი კობახიძესა და ლევან მახაშვილზე დაწერილი პოსტები.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.