პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, ეროვნული გმირის შვილთან ერთად, გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულ აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადისა და უწყების სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების გუნდებს შესაბამისი სინჯის მედლები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა გადასცეს. გამარჯვებულმა გუნდებმა საჩუქრები კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგანაც მიიღეს.
დასკვნით ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების პარაკალათბურთის საჩვენებელი თამაშიც ჩატარდა.
წელს 3X3-ზე კალათბურთის ჩემპიონატის ფინალური თამაშები ჩატარდა გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც შესარჩევ ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს შეხვდნენ.
სპორტულ ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგნელები, ასევე გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3X3 კალათბურთის ჩემპიონატი, თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია ტარდება.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.